აძნიჟი
ჯიშის სახელწოდება: აძნიჟი
სინონიმი: აგრიჟი
წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, ფართო მახვილი ფუძით, იშვიათად დახურული. კბილები სამკუთხედისებრია, სუსტად ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო სიდიდისაა, ცილინდრული, იშვიათად კონუსური, ფრთიანი, კუმსი. საშუალო წონა - 100-120 გრ.
მარცვალი: შავი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. კანი - თხელი, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი - ხორციანი-წვნიანი, სასიამოვნო, ცოცხალი გემოსი და ჯიშისათვის დამახასიათებელი არომატით.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18 %, მჟავიანობა 9-10 გ/ლ.
მოსავლიანობა: 5,0-6,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე ყურძენი.
ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობით და საშუალო გემური თვისებებით.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. სრულ სიმწიფეში შედის ნოემბრის დასაწყისში. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობით გამოირჩევა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 222
Табидзе Д. И.,Адзниж, В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во ' Пищевая промышленность', Москва,1963,Том I, ст. 33-34.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე