აწისიჟი
ჯიშის სახელწოდება: აწისიჟი
სინონიმი: უცნობი
წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან თირკმლისმაგვარი ფორმის, სუსტად დანაკვთული, სამნაკვთიანი. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებრი, ფართო, ბრტყელი ფუძით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო სიდიდის, კონუსური, თხელი.
მარცვალი: მოყავისფერო-მოლურჯო, მცირე ზომის, მომრგვალო.
ყურძნის წვენი:
მოსავლიანობა: საშუალო.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე-სასუფრე.
ღვინის დახასიათება: სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: აწისიჟს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ნოემბრის დასაწყისში. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 222.
Церцвадзе Н. В.,Ацисиж. В: Ампелография СССР,Справочный Том,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1970,ст. 40.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე