პარტალა შავი
ჯიშის სახელწოდება: პარტალა შავი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი სუსტად შებუსულია აბლაბუდისებური შებუსვით დაჰყვება. მოყვითალო-მწვანე, ბრიჯაოსფერი არშია.
ზრდასრული ფოთოლი: გულისებრი ან მომრგვალო ფორმისაა, იშვიათად - განივ-ოვალური. სიგრძე 16–18 სმ, სიგანე 15–16 სმ. ფირფიტა გოფრირებულია. ზედაპირი ძლიერ გლუვი და მბზინავია. ზედა ამონაკვთები ღია, შეჭრილკუთხისებრი, გვხვდება დახურულიც. ქვედა ამონაკვთები შეუმჩნეველი ნაპრალისებრია, მახვილი ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი, მახვილი ფუძით. ხშირად ორივე მხარეს ფუძესთან დეზი ახასიათებს. ქვედა მხარე შიშველია. მთავარი ნაკვთების დაბოლოება ბლაგვკუთხაა და ბოლოვდება გვერდებამოზნექილი საშუალო ზომის მახვილწვერიანი კბილებით. გვერდითი კბილები გუმბათისებრია მახვილი წვეროთი.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 14-16 სმ, სიგანე 7-10 სმ). კონუსური. ხშირად დატოტვილი. საშუალო წონა - 140-150 გ.
მარცვალი: მუქი შავი ფერის. საშუალო ზომის (15-17მმ). მომრგვალო. რბილობი წვნიანია. კანი თხელი, არამკვრივი, დაფარული უხვი ცვილისებრი ნაფიფქით. გემო სასიამოვნო, ხალისიანი. არომატი არ შეიმჩნევა.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,0–20,0%, მჟავიანობა 7,0-11,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 16,0–20,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის ხარისხოვანი, ინტენსიური შეფერვის ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ნაცრისა და აბლაბუდიანი ტკიპისადმი უფრო გამძლეა, ჭრაქისადმი მეტად მგრძნობიარეა. უხვმოსავლიანი ჯიშია. მცირედ გავრცელებული იყო მცხეთის რაიონში, გლდანსა და ავჭალაში.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 158–162.
Лоладзе В.Р., Партала Шави, Ампелография СССР,Малораспрастраненные сорта винограда,Том 2,Пишепромиздат, Москва,1965,ст. 525-527.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი