ჩხიკოურა
ჯიშის სახელწოდება: ჩხიკოურა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურული ან ღიაა, ჩანგისებური, მახვილი ან მომრგვალებული ფუძით, ზოგჯერ დეზებით. კბილები სამკუთხედისებურია, მცირედ ამოზნექილი გვერდით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ კონუსური, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 125 გ.
მარცვალი: მომწვანო ყვითელი ფერისაა, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, მომრგვალო-ოვალური, ცვილის სქელი ფენით დაფარული. კანი - სქელია და საშუალო სიმკვრივის. რბილობი - წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18 %, მჟავიანობა 8-9 გ/ლ.
მოსავლიანობა: 1,5 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინოა, საშუალო ხარისხის, არაჰარმონიული.
დამატებითი ინფორმაცია: ჩხიკოურას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სოკოვანი დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ. ვ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 243;
Миротадзе А. В., Чхикоура, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966,Том III, ст. 484-485.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე