საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ზენათური


ჯიშის სახელწოდება: ზენათური სინონიმი: უცნობია წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: მცირე ან საშუალო ზომისაა, ფორმით მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ვიწრო თაღისებური, იშვიათად ჩანგისებურია მომრგვალო ფუძით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული ჯაგრისებურ-აბლაბუდისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მცირე ზომის, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,8 %, მჟავიანობა 8,7 გ/ლ. მოსავლიანობა: საშუალო. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა.სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა:  დაკარგული ჯიში. წყაროები: Миротадзе А.В., Зенатури, В: Ампелография СССР, Справочный том, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность,Москва,1970, Ст. 121-122. ავტორი: ირმა მდინარაძე