საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქიშური მსხვილთვალა


ჯიშის სახელწოდება: ქიშური მსხვილთვალაqishuri-msxviltvala სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი ორივე მხარეს საშუალოდ შებუსულია აბლაბუდით,  კიდეებზე ბრინჯაოსფერი არშია აკრავს. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია, ძლიერ დანაკვთული. მეტად დიდი ზომის (16 X 20სმ). მომრგვალო. ფირფიტა სწორმდგომი. ზედაპირი მუქი მწვანე, უხეში, წვრილი და მსხვილბურთულებიანი.ზედა ამონაკვეთები ღრმა, დახურული, ვიწრო ელიფსური ან ჩანგისებრი წამახვილებული ფუძით. ნაკვთების ბოლოები ძლიერადაა ჩახლართული ერთმანეთში. ქვედა ამონაკვეთები ღრმა და ღიაა, ფორმით კვერცხისებრი, წამახვილებული ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი ღრმა და დახურულია. ქვედა მხარე საშუალოდ შებუსულია მოკლე ჯაგრისებრი ბუსუსებით. მთავარი ნაკვთების დაბოლოება ბლაგვი სამკუთხედისებრი, გვერდითი კბილები პატარა ზომის, ასიმეტრიული და მართკუთხა  სამკუთხედისებრი  მომრგვალო ან მახვილი წვეროთი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 14–16 სმ, სიგანე 6–10 სმ). ცილინდრულ–კონუსური ფორმის ან ფრთიანი. გვხვდება მეჩხერი და კუმსი მტევნებიც. საშუალო წონა - 170 გ. მარცვალი: დიდი ზომის (სიგრძე 16–18მმ, სიგანე 13–15,5მმ). ოვალური, იშვიათად მომრგვალო ან მოგრძო. კანი თხელი. რბილობი წვნიანია, მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, რაც ამცირებს მის ხარისხს. ყურძნისწვენი: შაქრიანობა 18,0–19,0 %, მჟავიანობა 5,5–6,5 გ/ლ. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ჭრაქისადმი საშუალო გამძლეობას იჩენს, შედარებით მგრძნობიარეა აბლაბუდიანი ტკიპისა და ნაცრის მიმართ.მორფოლოგიური ნიშნებით ახლოს დგას საადრეო ქიშურთან და სუფრის გორულასთან. იგი გორულაზე 3– 5 დღით ადრე მწიფდება, საადრეო ქიშურთან შედარებით კი ორი კვირით გვიან. სახელი „მსხვილთვალა“ პროფ. დ. ტაბიძემ შეარქვა მარცვლის სიდიდისა და სხვა ნიშნებით მსგავსების გამო. დღევანდლი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 119–124. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი