ღვანურა
ჯიშის სახელწოდება:ღვანურა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-იისფერია მოწითალო ელფერით, სქლად არის შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეს დაჰკრავს ოდნავისიწითლე, საკმაოდ სქლად არის შებუსული მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებურია მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი ან მომრგვალო წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია მცირედ ჯაგრისებურ-აბლაბუდისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა, უფორმო, დატოტვილი, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, თხელი, საშუალო მასა შეადგენს 130,0 გრამს.
მარცვალი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის,
სქლად დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი შეუფერავია. უმეტესად ორწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,2-19,4 %, მჟავიანობა 9,8-10,4 გ/ლ.
მოსავლიანობა: 8,0-9,5 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოა. გამოიყენება სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შერევით. ცალკე დაყენებული ღვინო დაბალი ხარისხისაა.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო, ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 246-248;
Рамишвили М. А., Гванура, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищепромиздат, Москва,1963,Том I,Ст. 324-325.
ავტორი: ირმა მდინარაძე