ჩეში
ჯიშის სახელწოდება: ჩეში
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: სამეგრელო
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ბაცი მწვანეა, შებუსული, მოწითალო ელფერით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, იშვიათად ისრისებრი, ფართო მომრგვალებული ფუძით. კბილები ფართოა, სამკუთხედისებურია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ფართო კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა 98 გ.
მარცვალი: ბაცი მომწვანო შეფერილობის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილით დაფარული. კანი სქელი და მკვრივი. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,5 %, მჟავიანობა 9,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,5 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინოა, საკმაოდ ჰარმონიული, სასიამოვნო, ცოცხალი, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით და საშუალო მჟავიანობით.
დამატებითი ინფორმაცია: ჩეში ხასიათდება საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარებით და მაღალი მოსავლიანობით. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვანი დაავადებების მიმართ. გასაშენებლად აუცილებელია შეირჩეს მზით უხვად განათებული ფერდობი ადგილი და კალციუმის კარბონატებით მდიდარი ნიადაგი.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 131-133;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 242;
Рамишвили М. А., 1966. Чеши, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III, ст. 436.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე