საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მესხური მწვანე


ჯიშის სახელწოდება: მესხური მწვანეmesxuri-mwvane სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი, მესხეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შიშველი. ზრდის  კონუსი ღია იისფერი. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი. საშუალო ზომის (სიგრძე 13–14სმ, სიგანე 15–16სმ). გულისმაგვარი მოყვანილობის. თხელი.  ზედაპირი მწვანე ფერისაა, ოდნავ დანაოჭებული წვრილი ბურთულებით. ზედა ამონაკვეთი ნახევრად ჩაჭრილია. ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარია. ფირფიტის მთავარი კბილები ვიწრო სამკუთხედისმაგვარია, გვერდითი კბილები  კი ხერხკბილისებრი. ფოთლის ქვედა მხარე ოდნავ შებუსულია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მცირე და საშუალო ზომის (სიგრძე 13–14  სმ, სიგანე 6–7სმ).  ფორმით კონუსური, გვხვდება ცილინდრულიც. ახასიათებს მკვრივი, კუმსი მტევნები. საშუალო წონა 125გ. მარცვალი: საშუალო ზომის. მწვანე შეფერილობის. კანი სქელი, სუსტად გადაკრული ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, კნატუნააა. წვენი მწვანე ფერის. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 14,0 %, მჟავიანობა 11,2 გ/ლ. მოსავლიანობა: სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მზადდება დაბალალკოჰოლიანი სუფრის ღვინო და საკუპაჟე მასალა ცქრიალა ღვინის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ მეტად დიდ გამძლეობას იჩენს. გვალვის ამტანია, მაგრამ შედარებით სუსტად იტანს ყინვებს. ჯიში ისხამს პატარა, მოკლე კუმს მტევნებს, რომლებიც გარეგნულად წააგავს ალიგოტეს, მაგრამ მისგან განსხვავდება ნაყოფის გემოთი და ფერით. ძირითადად გავრცელებული იყო ახალციხის რაიონის ვენახებში. მესხური მწვანე, როგორც საგვიანო ჯიში, მიზანშეწონილია გავრცელდეს მესხეთის რაიონების დაბალ ზონაში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ. 37–38. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი