საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კახის თეთრი


ჯიშის სახელწოდება: კახის თეთრიkaxis-tetri სინონიმი: უცნობია წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინითა და კარგად გაუშლელი ფოთოლაკებით ყოველი მხრიდან შებუსულია აბლაბუდისებური ბუსუსებით. ფოთოლაკები მორუხო-თეთრი ფერისაა და კიდეებზე ვარდისფერი ზოლები გასდევს. ზრდასრული ფოთოლი: მუქი მწვანე ფერისაა, ფორმით მომრგვალო-ოვალური. სამ- ან ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. წვეროს ამონაკვეთები უფრო ღრმადაა დახურული. ყუნწის ამონაკვეთიც დახურულია, იშვიათად ღია. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია სქელი ქეჩისებური ბუსუსით. კიდეები დაკბილულია ხერხისმაგვარი კბილებით. ყუნწი მწვანეა, ოდნავ შებუსული. ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მეჩხერი. მხრები მტევნის მესამედის სიგრძისაა. მტევნის ზომები 15X9სმ. მტევნის მასა 200-230 გ. ყუნწის სიგრძე 1.5სმ. მტევანში მარცვლების რაოდენობა 80-100 ცალია. მარცვალი: მრგვალი, საშუალოზე მსხვილი. ყვითელი ფერის. კანი თხელია. რბილობი მკვრივი და წვნიანია. მარცვალი დაფარულია ცვილით. წიპწა 2-3, ღია ყავისფერი, ნისკარტი მომწვანოა წვრილი წვერით, ადვილად სცილდება რბილობს. ყურძნის წვენი: შაქარი 18,0-23,0 %, მჟავიანობა 4,7 -7,8 გ/ლ. მოსავლიანობა: საშუალო. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიში. ზრდის სიძლერე საშუალო. რქების მომწიფება კარგი. მავნებლებ-დაავადებათა მიმართ ახასიათებს საშუალო გამძლეობა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია. წყაროები: ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ., მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის, წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებული, რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი., მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008. გვ. 62-69. Табидзе Д., Кахис тетри, В Ампелография СССР, Справочный том, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1970, стр. 142. ავტორი: დავით მაღრაძე