კიკაჩა წითელი
ჯიშის სახელწოდება:კიკაჩა წითელი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებურია მომრგვალო ფუძით. კბილები ვიწრო სამკუთხედისებურია მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფირფიტის ქვედა მხარე ძლიერად არის შებუსული,ქეჩისებურია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა - 145,0-150,0 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით. კანი მკვრივი. სასიამოვნო, ტკბილი გემოსი. წვენი შეუფერავი. უმეტესად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,8 %, მჟავიანობა 9,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0-7,5 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერ ზიანდება ნაცრით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
Рамишвили М.А., Кикача цители,В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв.ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II,Ст. 133-134.
ავტორი: ირმა მდინარაძე