საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ძიგანიძის შავი


ჯიშის სახელწოდება: ძიგანიძის შავიziganizis-shavi-2 სინონიმი: უცნობია წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი შეუბუსავია. შეფერილია მწვანედ. ზრდასრული ფოთოლი: სამ- ან ხუთნაკვთიანია. საშუალო ზომის. მომრგვალო ფორმის. ზედაპირი მუქი მწვანეა. ზედა ამონაკვთები ღრმა და ღიაა, ზოგჯერ დახურული, კვერცხისებური ფორმის. ქვედა ამონაკვთები ღრმაა, ღია ჩანგისებური პარალელური გვერდებითა და მომრგვალო  ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, კვადრატული ფორმის, ზოგჯერ დახურული ელიფსური ან მომრგვალო ფუძით. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება განიერფუძიანი მახვილკუთხა სამკუთხედისებრი კბილებით. გვერდითი კბილებიც სამკუთხედისმაგვარი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა. ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური. კუმსია, საშუალო  წონა 150 გ. მარცვალი: საშუალო ზომისაა და მომრგვალო. შავი ფერის. დაფარულია ნაფიფქით. კანი სქელია. რბილობი წვნიანი, წვენი უფერულია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 25,5%, მჟავიანობა 8,7-9,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,6-8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის  დახასიათება: წითელი ფერის სუფრის ღვინო, გამოირჩევა სინაზითა და ჯიშური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა - განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: Деметрадзе  В. С.,Дзиганидзис Шави,Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Том 1,Издательство «Пищепромиздат», Москва,1963,Стр. 478-479. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი