საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

დიღმური შავი


ჯიშის სახელწოდება: დიღმური შავიdigmura_2 სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი ორივე მხარეს ძლიერად შებუსული. შეფერილია მოთეთრო–მონაცრისფროდ, გარშემო ბრინჯაოსფერი არშიით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან პატარა ზომის, სიგრძე 12–15სმ, სიგანე 10–14სმ. ფორმით გულისებრი. ფირფიტა სწორმდგომი. დანაკვთულია საშუალოდ. ზედა ამონაკვთები საშუალო სიღრმისაა, ფორმით შეჭრილკუთხისებრი, მცირე ზომის კბილით. ქვედა ამონაკვთები შეუმჩნეველია. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ისრისებრი ან თაღისებრი ფორმის მომრგვალო ფუძით. ქვედა მხარე შებუსულია თხლად გართხმული აბლაბუდით. მთავარი კბილები მახვილკუთხაა, წინ გაშვერილია და ბოლოვდება მცირე ზომის წაწვეტებული სამკუთხედისმაგვარი კბილებით. გვერდითი კბილები  გუმბათისებრი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის digmura-shavi(სიგრძე 14–18სმ, სიგანე 5–7სმ). საშუალო წონა 120–140გ. ცილინდრული. გვხვდება მხრებიანი, კუმსი მტევნებიც. მარცვალი: მომრგვალო. ზომით 13X16მმ. შეფერილი მუქ წითლად. რბილობი წვნიანი, კანი თხელი და ნაზი. მოსავლიანობა: 6,5–7,5 ტ/ჰა. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0–19,0 %, მჟავიანობა 6,0–7,5 გ/ლ. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: დაბალხარისხიანია და უშინაარსო, ამიტომ მას სხვა ჯიშებთან შერევით იყენებენ.
დამატებითი ინფორმაცია: იშვიათად ზიანდება ჭრაქით, ნაცრისადმი უფრო მეტ გამძლეობას იჩენს. ახასიათებს სტაბილური მოსავლიანობა. მცირედ გავრცელებულიიყო მცხეთის, კასპისა და თბილისის შემოგარენში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963.გვ. 178–181. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი