საღვინე წითელი
ჯიშის სახელწოდება: საღვინე წითელი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა. მომრგვალო ფორმის. დაუნაკვთავი ან სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. სუსტად ან საშუალოდაა შებუსული. ფოთლის ფირფიტა დაზნექილია უსისტემოდ, ზედაპირი კი ბადისებრ დანაოჭებული. ზედა ამონაკვეთები ღია შეჭრილკუთხისებრი წამახვილებული ფუძით. ქვედა ამონაკვეთები ღიაა და შეჭრილკუთხა წამახვილებული ფუძით. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსებით. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო სიდიდის, ვიწროკონუსური ფორმის, კუმსი, იშვიათად ფრთიანი და თხელი. საშუალო წონა 120–150 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, იშვიათად ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. კანი თხელია და მაგარი. რბილობი წვნიანი. წვენი შეუფერავია უბრალო გემოსი.
მოსავლიანობა: 7,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: მზადდება სუფრის წითელი ღვინო და გამოიყენება საბრენდე სპირტის გამოსახდელად.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა, სუსტად ავადდება ჭრაქით, ძლიერად - ნაცრით. საშუალო ზრდის სიძლიერისაა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
Табидзе Д. И., Сагвине Цители, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда, Т-3. Пишепромиздат, Москва, 1966, ст. 56.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი