საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კლარჯული


ჯიშის სახელწოდება: კლარჯულიklarjuli სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა, გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო, შებუსულიმოთეთრო-ნაცრისფერი ბეწვისებური ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთლები მომწვანო-მოწითალოა, მცირედშებუსული. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, თანასწორგვერდიანი მახვილი ფუძით ან განიერი, იშვიათად ჩანგისებურია მახვილი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფირფიტის ქვედა მხარე შეუბუსავი, უმნიშვნელოდ შებუსული მხოლოდ ძარღვების გასწვრივ. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან დიდი ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის. თხელი ან საშუალო სიკუმსის. საშუალო მასა შეადგენს 230,0 გ. მარცვალი: საშუალო ან დიდი ზომის. მომრგვალო ან klarjuli-2ოდნავ ოვალური, მოყვითალო-მომწვანო ფერის, მოქარვისფრო იერით, სქელკანიანი. კანი რბილობთან ერთად კარგად იღეჭება. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანი, მეტად სასიამოვნო ტკბილ-მომჟავო გემოსი. ერთ-, სამწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0 %, მჟავიანობა 8,0-9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 10,0 ტ/ჰა.მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,5. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. ყურძნის დახასიათება: ხასიათდება საუკეთესო გემოთი, მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზით. კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების საკმაოდ მაღალხარისხოვანი სუფრის თეთრი ღვინოების დასამზადებ­ლად.საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადე­ბათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი  მ., ტაბიძე დ.,  საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960. რამიშვლი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 235-238. Рамишвили М.А., Кларджули, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II, Ст. 154-156. ავტორი: ირმა მდინარაძე