საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ურიშულა


ჯიშის სახელწოდება: ურიშულა სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შებუსულია, დაჰყვება მოწითალო რუხი ზოლები, გვირგვინზე ვარდისფერი ლაქები აყრია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ, ან ძლიერ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური და თაღისებური, მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: პატარა ზომისაა, კონუსური, კუმსი. საშუალო წონა - 100 გ. მარცვალი: მუქი წითელი ფერისაა, პატარა ზომის, მრგვალი, ცვილით დაფარული. კანი სქელია და მკვრივი, რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოთი. წვენი უფერულია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა  18,0 -23,0 %, მჟავიანობა 7,0-11,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,7 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: ურიშულას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 73-75; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 238; Миротадзе А. В., Уришула, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966,Том III, ст. 273. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე