საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საფერავი მეჯვრისხევის


ჯიშის სახელწოდება: საფერავი მეჯვრისხევის სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. დიდი ზომის. მომრგვალო ფორმის. ფირფიტა ძაბრისებურად დეფორმირებულია. ზედაპირი წვრილბურთულიანია. ზედა ამონაკვეთები საშუალო, დახურული და კვერცხისებური  მომრგვალო ფუძით. ქვედა ამონაკვეთები ღია  და თაღისებრია, მომრგვალო ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია. ქვედა მხარე  შებუსულია ქეჩისებურად. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება გვერდებამოზნექილი, წაწვეტებული სამკუთხედისებრი  კბილებით. გვერდითი დაკბილვა გუმბათისებრი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან დიდი ზომის. ცილინდრულ-კონუსური. ფრთიანი. აგებულებით კუმსი ან თხელი. საშუალო წონა 144 გ. მარცვალი: შავი ფერის. საშუალო ზომისაა. მრგვალი ფორმის. კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მაგარი. რბილობი წვნიანია და შეფერილი. დაჰკრავს სასიამოვნო ხილის არომატი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,2 %, მჟავიანობა 4,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 4,6 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  მზადდება სუსტი შეფერილობის მქონე სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება. დაბალმოსავლიანია. დასახელება უკავშირდება გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევს. დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გავრცელებული ჯიშია. წყაროები: Лоладзе В.Р., Саперави Меджврисхевис,Ампелография СССР,Малораспрастраненные сорта винограда,Том 3. Пишепромиздат, Москва,1966,Ст 83. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი