საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გაბეხაური თეთრი


ჯიშის სახელწოდება: გაბეხაური თეთრიgabexauri-tetri-1 სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოთეთრო–მომწვანო ფერის.  შებუსული ძლიერად.  ნაპირებს ღია ვარდისფერი არშია აკრავს. ზრდასრული ფოთოლი: იშვიათად სამნაკვთიანია, საშუალო ზომის, მომრგვალო ან თითქმის მთლიანი. ძაბრისებრ–ღარისებრი ფორმის. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული. ზედა ამონაკვეთები ღია და შეჭრილკუთხისებრი, იშვიათად თაღისებრი პარალელური გვერდებითა და ერთკბილიანი ფუძით. ქვედა ამონაკვეთები თითქმის არ აქვს. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ჩანგისებრი მახვილი ფუძით, იშვიათად დახურული.  ფოთლის ქვედა მხარე  შებუსულია აბლაბუდისებრი ბუსუსებით. ნაკვთების ბოლოები დაკბილულია განიერ სამკუთხედისმაგვარი მახვილწვეროიანი კბილებით. გვერდითი კბილები ხერხკბილისმაგვარი მახვილწვერიანი დაბოლოებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის. კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური. აგებულებით საშუალო სიკუმსის ან კუმსი. საშუალო წონა 150–175გ. მარცვალი: საშუალო სიდიდის. მომრგვალო, იშვიათად ოვალური. მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის. დაფარულია ნაფიფქით. კანი სქელი აქვს, რბილობი ხორციანი, წვნიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0–22,0 %, მჟავიანობა 9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 15,0–17,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მისგან მზადდება ნაზი, მსუბუქი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის საღვინე ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა. ფოთლები ზიანდება ჭრაქით, მტევნები კი ნაცრით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: Деметрадзе В. С., Габехаури Тетри, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда,Том 1, Пишепромиздат, Москва, 1970, ст. 302-304. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი