საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბახვა


ჯიშის სახელწოდება: ბახვაbaxva სინონიმი: უცნობია წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: სუსტად შებუსული, ზრდის კონუსი და პირველი სამი ფოთოლი შებუსულია,  ბაცი ვარდისფერი ლაქებით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სუსტად დანაკვთული, სამ-,  ხუთნაკვთიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალებული ფუძით, იშვიათად ისრისებური, ძარღვებით შემოსაზღვრული, ზოგჯერ დახურული. კბილები ვიწრო, ხერხისებური. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდის, ცილინდრული, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიკუმსის ან თხელი. საშუალო წონა - 100 გ. მარცვალი: მუქი ვარსისფერი, საშუალო ზომის, მომრგვალო, ცვილის თხელინაფიფქით. კანი თხელია და ადვილად სკდება. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18 %, მჟავიანობა10 გ/ლ. მოსავლიანობა:  5,5-8,3 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო, ცოცხალი, მსუბუქი, საშუალო გემური თვისებებით.
დამატებითი ინფორმაცია: ბახვას ახასიათებს საშუალო ზრდა-გავნითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობა ახასიათებს. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 21-24; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 223; Миротадзе А.В., Бахва, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 192-193. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე