საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბუერა


ჯიშის სახელწოდება: ბუერაბუერა სინონიმი: საჩურჩხლე,ბუერო, ბუა ვაზი, ბუა ყურძენი, ბეჟანაური წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკით სუსტადაა შებუსული, მორუხო-მწვანე ფერის. მეორე იარუსის ფოთლები შიშველია, მომწვანო-მოყვითალო ფერის. ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზე დიდი (17,6X18,0სმ), მომგვალო ფორმის. ძირითადად სამნაკვთიანი. ზედაპირი გლუვი. მთავარი ძარღვი შებუსული. ყუნწის ამონაკვეთი მრგვალფუძიანი, ჩანგის და თაღის მაგვარი. ზედა ამონაკვეთის ფორმა ცვალებადია - უფრო ხშირად გვხვდება ღია ნაპრალისებრი და ელიფსური ფორმის დახურული ამონაკვთები, იშვიათად ღია მრგვალფუძიანი ჩანგისმაგვარი ამონაკვეთი. ქვედა ამონაკვეთი, როგორც წესი ნაკლებ ღრმაა და სუსტადა გამოსახული, ძირითადად ნაპრალისებური ფომის. ფოთლის შებუსვა ქვედა მხარეს ცვალებადია, შუა იარუსის ფოთლები ძირითადად შიშველია ან თხელი ჯაგრისმაგვრი ბუსუსებითაა დაფარული.კბილები მახვილწვეროიანი სამკუთხედის მსგავსი ან მსხვილფუძიანი ბუერა_2სამკუთხედის მსგავი ფორმისაა. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ზომა საშუალოდ 18X10სმ და წონა 220გ.  საშუალოდ კუმსი. მარცვალი: მომწვანო-მოყვითალო, სიგრძე 1,6-2,0სმ, სიგანე 1,5-1,8სმ. ხშირად ოვალური ფორმის. კანი ადვილად სცილდება რბილობს. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს ერთიდან ოთხამდე. ყურძნის წვენი:  შაქრიანობა 17-18%, მჟავიანობა 7-8 გ/ლ. მოსავლიანობა: მაღალმოსავლიანია, 8,6-17,7 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,4. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ევროპული ტიპის, სუფრის მშრალი ღვინო, საშუალო ღირებულების, ღია ჩალისფერი, ჯიშური არომატი სუსტადა გამოხატული. გემო ნაზი და ჰარმონიული, მცირესხეულიანი.
დამატებითი ინფორმაცია: გამოყენებული შეიძლება იქნეს ბრენდის დასამზადებლად. ჭრაქის მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება, უფრო მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ. სუსტად უძლებს ყინვას,  ხოლო გვალვის მიმართ შედარებით კარგი გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებულიჯიში. წყაროები: ტაბიძე დ.,  კახეთის ვაზის ჯიშები.  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 176-186; ცერცვაძე ნ.,  საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 249; Табидзе Д.И.,  Вуера, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 1, Отв. Ред. Негруль. А. М., Издательство “Пишепромиздат”, Москва, 1963, Стр. 246-248. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი