მგალობლიშვილი
ჯიშის სახელწოდება: მგალობლიშვილი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაშლილი ფოთლები უხვად არის შებუსული მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მიახლოებული ნაპირებით და მახვილი ფუძით, ზოგჯერ დახურულია ერთმანეთზე გადადებული ნაკვთებით და ელიფსური ან კვერცხისებური ფორმის ამონაკვეთით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულიაბეწვისებურ-ჯაგრისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ან ცილინდრული ფორმის, ხშირად ფრთიანი, კუმსი, საშუალო მასა 170,0-200,0 გ-მდე.
მარცვალი: საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ან ოდნავ ოვალური, მუქი წითელი ფერის, უხვად დაფენილი ცვილით, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი, ტკბილი გემოსი. უმეტესად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 21,0-23,0 %, მჟავიანობა 7,5-8,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე-საბრენდე.
ღვინის დახასიათება: ცალკე დაყენებული მგალობლიშვილის ღვინო მცირედ არის შეფერილი, ნაკლებსხეულიანი და შინაარსიანია, ამიტომ აკუპაჟებენ ოცხანურ საფერესთან ერთად და იღებენ ინტენსიურად შეფერილ, ხალისიან სუფრისწითელ ღვინოს. რეკომენდებულია ძირითადად საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა - განსაკუთრებით ჭრაქის - მიმართ ნაკლებად გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 472-474.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 232.
ავტორი: ირმა მდინარაძე