საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ენდელაძისეული


ჯიშის სახელწოდება: ენდელაძისეული სინონიმი: უცნობია წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი საშუალოდ შებუსულია აბლაბუდისებური ბუსუსით. მომწვანო ფერისაა, ბრინჯაოსფერი არშიით. ზრდასრული ფოთოლი: სამ- ან ხუთნაკვთიანია. საშუალო ზომისაა. მომრგვალო ფორმის. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული. ზედა ამონაკვთები საშუალო, ზოგჯერ ღრმა, ღია. ქვედა ამონაკვეთები, ჩვეულებრივ, ღიაა. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური წამახვილებული ფუძით. ქვედა მხარე შეუბუსავია. მთავარი კბილები მახვილწვერიანი სამკუთხედისმაგვარი, ცალგვერდებგამოზნექილი, გვერდითი კბილები სამკუთხა ფორმისაა, ხერხკბილისებრი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა. ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული, ზოგჯერ ფრთიანიც. აგებულებით კუმსი. საშუალო წონა 175-200გ, ზოგჯერ 350-400 გრ-მდეც აღწევს. მარცვალი: საშუალო სიდიდისაა. მრგვალი, მუქი წითელი, თითქმის შავი. კანი სქელი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,4-23,4 %, მჟავიანობა 8,5-7,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,8-8,4 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. მისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღია წითელი შეფერვის ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა, ადვილად ავადდება ჭრაქით. ჯიში გავრცელებული იყო ძირითადად ბაღდათის რაიონში, ენდელაძეების დასახლებაში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყარო: Деметрадзе В.С., Kварацхелия Ф.К., Енделадзисеули. Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда, Том 1, Пишепромиздат, Москва, 1963, Ст. 508. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი