მცვივანი პატალაანთეული
ჯიშის სახელწოდება:მცვივანი პატალაანთეული
სინონიმი: ყვითელი მცვივანი, რგვალი ყურძენი
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი, დიდი ზომის. მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთი ღია და ჩანგისებრია. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. მთავარი კბილები ბოლოვდება მომრგვალო ან წამახვილებული საშუალო ზომის კბილებით, გვერდითი კბილები მცირე ზომის და გვერდებამოზნექილი.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა. კონუსური და ფრთიანი. იშვიათად ცილინდრულ-კონუსური. საშუალო წონა - 160 გ.
მარცვალი: მომრგვალო. მორუხო-მოყვითალო. კანი თხელიდაგამჭვირვალე. რბილობი წვნიანი, გემო ჩვეულებრივი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-19,0 %, მჟავიანობა 9,8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 8,0-10,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: მზადდება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო და საბრენდე სპირტი.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
Тавидэе Д. И.,Мцвивани Паталаантеули, В. Ампелография СССР,Малораспрастраненные сорта винограда, Том 2,Пишепромиздат, Москва,1965,Ст. 440-441.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი