საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მტრედისფეხა


ჯიშის სახელწოდება: მტრედისფეხაmtredisfexa სინონიმი: ტოროკუჩხი წარმოშობა: გურია, აჭარა
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ ან საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური, ღრმა, მომრგვალო, ან ბრტყელი ფუძით, იშვიათად ჩანგისებურია მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებური და ხერხკბილა-სამკუთხედისებუ­რია მახვილი ან მომრგვალო წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე მცირედ არის შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, ან ზოგჯერ საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 155,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომის, ოვალური, მუქი წითელი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოსი. წვენი შეუფერავია. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,6 %, მჟავიანობა 9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,5-7,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენია. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის მიმზიდველი გარეგნული იერით და სასიამოვნო გემოთი, კარგად ინახება გაზაფხულამდე და ტრანსპორტაბელურია. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 204-206. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 234; 251. Рамишвили М.А., Мтредиспеха, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II, Ст. 402. ავტორი: ირმა მდინარაძე