საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გაბაშა


ჯიშის სახელწოდება: გაბაშაgabasha სინონიმი: უცნობია წარმოშობა: კახეთი/ რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი ან ისრისებური, მახვილი ფუძით, ზოგჯერ დეზით. კბილები სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია  საშუალო სისქის აბლაბუდისებურ-ჯაგრისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, დატოტვილი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. საშუალო წონა  - 180-200 გ. მარცვალი: საშუალო სიდიდის, მომრგვალო, შავი, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი  უხეშია და     ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი სუსტად შეფერილი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18 – 21 %, მჟავიანობა 8,6- 15,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 2,5-3,0 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  სუფრის მშრალი წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: გაბაშას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საკუპაჟე მასალა, მშრალი სუფრის ღვინოების და საბრენდე სპირტის დასამზადებლად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 224; Табидзе Д. И., Габаша, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 301-302. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე