საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კამური თეთრი


ჯიშის სახელწოდება: კამური თეთრიkamuri-tetri-2 სინონიმი: თეთრი კამურა, კამურა,კამურის ყურძენი წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაშლილი პირველი ფოთლები ქეჩისებურად არის შებუსული, კიდეებთან მოვარდისფრო ელფერით. ყლორტი ღია მწვანეა, მცირედ შებუსული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით, რომელიც თანდათან მატულობს ყლორტის წვერისკენ. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ისრისებურია, მომრგვალო ფუძით, გვხვდება ჩანგისებური და იშვიათად ვიწრო ელიფსური ამონაკვეთებიც ურთიერთზე ღრმად გადადებული ნაკვთებით. კბილები ხერხკბილისებურია, ზოგჯერ ხერხკბილისებურია მცირედ ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული ბეწვისებრი ბუსუსით. მთავარი ძარღვები ღია მწვანეა, საკმაოდ შებუსული. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური kamuri-tetriფორმისაა, ახასიათებს განტოტვა, რომელიც მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს, თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის, საშუალო წონა -  160,0-165,0 გ. მარცვალი: საშუალოზე მსხვილია, მოგრძო ოვალური, მომწვანო, ხოლო მზიანი მხრიდან მოყვითალო-ქარვისფერი, საკმაოდ სქლად დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი მკვრივხორციანია და მეტად სასიამოვნო ტკბილი გემოსი. უმეტესად ორწიპწიანია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0-20,0%. მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე-სასუფრე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო, მეტად სასიამოვნო, ხალისიანი მჟავიანობით.ჯიშმა საუკეთესო თვისებები გამოავლინა თბილისის საგარეუბნო ზონაში, სადაც მისგან მიიღეს მაღალხარისხოვანი ღვინო ალკოჰოლის ნორმალური შემცველო­ბით, მდიდარი სხეულით და მაღალი საგემოვნო თვისებებით. სასუფრე ყურძნის დახასიათება: გამოირჩევა პროდუქციის მაღალი გემური თვისებებით, მტევ­ნე­ბისა და მარცვლების გარეგნული სილამაზით.ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ.,  ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960. რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 335-338. Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К., Камури тетри. В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965, Том 2, Ст. 31-33. ავტორი: ირმა მდინარაძე