ფითრა
ჯიშის სახელწოდება: ფითრა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან სოლისებური, მთლიანი ან სამნაკვთიანი, იშვიათად - ხუთნაკვთიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური მახვილი ფუძით, იშვიათად დახურული. კბილები სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად დატოტვილი, საშუალოდ კუმსია ან თხელი. საშუალო წონა - 150-200 გ.
მარცვალი: მომწვანო ყვითელი ფერისაა, მცირე ზომის, მომრგვალო, ცვილის ნაფიფქით. კანი თხელი, ძნელად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, ხორციანი, სასიამოვნო, ცოცხალი გემოთი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0-23,0%, მჟავიანობა 7,0-9,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,0-3,0 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: კარგი ხარისხის სუფრის მშრალი თეთრი ღვინოა, ექსტაქტიული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: ფითრას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალოზე მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ.171-173;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 234;
Табидзе Д. И., Питра, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1965.Том II, ст. 537-538.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე