რკო შავი
ჯიშის სახელწოდება: რკო შავი
სინონიმი: რკო
წარმოშობა: იმერეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთ-, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური ან ჩანგისებური, მახვილი ან ბრტყელი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურ-ხერხისებურია, იშვიათად ცალ მხარეს ამოზნექილი გვერდით. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა აბლაბუდისებურია, გართხმული მეჩხერი ჯაგრებით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური,
იშვიათად ცილინდრული ან კონუსური, კუმსი, ფრთიანი. ფრთა ხშირად თითქმის მტევნის სიგრძეა. საშუალო წონა - 125-150 გ.
მარცვალი: მუქი წითელი, თითქმის შავი ფერის, საშუალო ზომის, მცირედ ოვალური, ცვილით დაფარული. კანი უხეშია და მკვრივი. რბილობი წვნიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 6,4 -19,8 %, მჟავიანობა 6,5-9,0გ/ლ.
მოსავლიანობა: 2 - 4 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინოა, მუქი ვარდისფერი, თავისებური არომატით, თხელი და დაბალექსტრაქტულია.
დამატებითი ინფორმაცია: რკო შავს ახასიათებს შედარებით სუსტი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებში. გამოყენებულ შეიძლება იქნეს საბრენდე სპირტის დასამზადებლად. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 236.
Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К. Рко шави, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III, 1966, ст. 30-32.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე