საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხარისთვალა თეთრი


ჯიშის სახელწოდება: ხარისთვალა თეთრიxaristvala-tetri სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და გაუშლელი პირველი ორი ფოთოლაკით სუსტად შებუსულია აბლაბუდისებრად, ფერი მორუხო თეთრია.მეორე იარუსის ფოთლები შეუბუსავია,ნარინჯისფერი. ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა(20,0X19,5სმ), განიერ-ოვალური,  ხუთნაკვთიანი. ზედაპირი უმეტესად წვრილბურთულოვანია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ცვალებადია -  გვხვდება  როგორც მახვილფუძიანი თაღისმაგვარი, ისე დახურული ოვალურთვლიანი ფორმის. ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმისაა, უმეტესად დახურული, კვერცხისმაგვართვლიანი მრგვალფუძიანი, იშვიათად ღია ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარი ფორმის. ქვედა ამონაკვეთი უმეტესად ზეზეურია. ამონაკვეთის ფორმა მახვილფუძიანი ან მომრგვალო ჩანგისმაგვარი, იშვიათად ლანცეტისმაგვარი. ფოთლის მთავარი კბილები მახვილწვერიანი სამკუთხედის მსგავსი ფორმის, გვერდითი კბილების ფორმა გამოზნექილგვერდებიანია. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული ჯაგრისმაგვარი ბუსუსებით. ყვავილი:  მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომისაა, სიგრძე 14-26სმ, სიგანე 6-xaristvala-tetri-216სმ, წონა 40-500გ. ცილინდრული ფორმის. უმეტესად დატოტვილი. მტევანი კუმსია, მარცვლების რაოდენობა 52-120. მარცვალი: ოვალური ფორმის, ყვითელი, საშუალო ზომები 2X1,86სმ. მარცვლის კანი თხელი, ძნელად სცილდება რბილობს. რბილობი მკვრივია, კნატუნა, სასიამოვნო გემოსი. ჯიშური არომატი სუსტადაა გამოსახული.  წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-3. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-19%, მჟავიანობა 4,5-7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა.მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 0,8. სამეურნეო მიმართულება:  სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: საშუალო ხარისხის ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. ინახება ზამთარში.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალოდ გამძლეა - ჭრაქის მიმართ საშუალოდ, ხოლო ნაცრის მიმართ - საშუალოზე ნაკლებ გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 333-340; Табидзе Д. И., Хариствала тетри,В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пищепромиздат” Москва, 1966, Стр 318-321. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი