საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჩიტისკვერცხა შავი


ჯიშის სახელწოდება: ჩიტისკვერცხა შავიchitiskvercxa-2 სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი, მესხეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი:  შიშველია. ზრდის კონუსი მოყვითალო ან ღია მწვანე ფერისაა. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი (ნაკვთები ნახევრად ჩაჭრილია და ელიფსური).  საშუალო ზომის (სიგრძე 10-11სმ, სიგანე 12-13სმ). მომრგვალო, გვხვდება გულისმაგვარიც. ფირფიტა თხელია, ღია მწვანე ფერის. ზედაპირი სწორი. ქვედა მხარე შებუსული ქეჩისებრად. ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარი. მთავარი ნაკვთების დაბოლოება ვიწრო სამკუთხედისმაგვარი, გვერდითი კბილები ხერხკბილისებრი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მცირე ზომის (12 X 8სმ). მეტად თხელი და უფორმო, თუმცა გვხვდება კონუსურიც. ახასიათებს დატოტვა და წვრილმარცვლოვანება. ყუნწი მოკლეა. საშუალო წონა 60 გრამს არ აღემატება, ზოგიერთი მტევანი კი 100 გ-მდეც იწონის. მარცვალი: მცირე ზომის (სიგრძე 1-1,2სმ, სიმსხო 0,8-0,9სმ). მომრგვალო. შეფერილი მუქ შავად. კანი სქელია და კნატუნა. წვენი ღია შინდისფერი. წვრილმარცვლოვანი და ნაკლებ გამოსავლიანია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,5 %,  მჟავიანობა 10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღვინო დაბალალკოჰოლიანია, ჩვეულებრივი გემოსი, წითელი ფერის.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებებიდან ძლიერ ავადდება ჭრაქით. დიდ გამძლეობას ავლენს გვალვისა და ყინვის მიმართ. ერთეული ძირების სახით გვხვდებოდა მაღლარად ახალციხის რაიონის ვენახებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: წიქვაძე შ., მევენახეობის  თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ 49-50. Кикачеишвили Р.М., Циквадзе Ш.В., Читискверцха Шави, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда, Том 3, Пишепромиздат, Москва,1966,Ст. 452-453. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი