ცხენისძუა თეთრი
ჯიშის სახელწოდება: ცხენისძუა
თეთრი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი, მესხეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: შიშველი. ზრდის კონუსი იისფერი და ოდნავ მოყვითალო.
ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი, გვხვდება დაუნაკვთავიც. პატარა ზომისაა (სიგრძე 10-11სმ, სიგანე 10-12სმ). შეფერილია ღია მწვანედ. ფირფიტა თხელია, სწორი, პრიალა ზედაპირით. ზედა ამონაკვთები ნახევრად ჩაჭრილი. ქვედა ამონაკვეთები ოდნავ შესამჩნევია. ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისმაგვარი, გვხვდება თაღისმაგვარიც. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ფოთლის წვერის კბილები სამკუთხედისმაგვარია, გვერდითი კბილები -ხერხისმაგვარი.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: დიდი ზომისაა (სიგრძით 15-25სმ), უფორმო და დატოტვილი, მეტად თხელია, საშუალო წონა - 102 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის (1,5 X 1,3სმ), ქარვისფერი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15,5 %, მჟავიანობა 14,0 გ/ლ.
მოსავლიანობა:
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: გადაჭარბებული მჟავიანობის გამო მდარე ხარისხისაა, ცუდი დასალევია და ძირითადად იყენებენ საბრენდე სპირტის გამოსახდელად.
დამატებითი ინფორმაცია: დიდ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. ითვლება გვალვის ამტან და ყინვაგამძლე ჯიშად. ცხენისძუა მეტად განსხვავდება თავისი ბოტანიკური და ბიოლოგიური თვისებებით ვაზის სხვა ჯიშებისაგან. ამ ჯიშს ყვავილედი გამოაქვს ყლორტის ზრდის კონუსთან ახლოს და ვაზზე მტევნები ყლორტებიანად ჩამოკიდებულია ცხენის ძუის მსგავსად, რის გამოც ჩანს შერქმეულია ეს სახელი.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყაროები:
წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958. გვ. 36-37.
Кикачеишвили Р.М., Цхенисдэуа Тетри, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда,Том3, Пищепромиздат, Москва, 1966, Ст. 318-320.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი