საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაპისტონი წიწილიანი


ჯიშის სახელწოდება: კაპისტონი წიწილიანი სინონიმი: წიწილიანი კაბისტონი, კაპისტონი წვრილი წარმოშობა:  რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შეუბუსავია, ნარინჯისფერი ელფერით. პირველ ორ ფოთოლს ემჩნევა წითელი ლაქები. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა,  მომრგვალო, სამნაკვთიანი ან მთლიანი. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური ან ისრისებური, მახვილი ან მომრგვალო ფუძით. კბილები  სამკუთხედისებურ-ხერხისებურია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 136 გ. მარცვალი: ვარდისფერია ან მუქი წითელი, პატარა ან საშუალო ზომის, მომრგვალო; კანი მკვრივი. რბილობი  წვნიანია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა17,0-21,0 %, მჟავიანობა 7,0-10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,4 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო. დამატებითი ინფორმაცია: კაპისტონ წიწილიანს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით არ გამოირჩევა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 76-79. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 229. Миротадзе А.В., Капистони цицилиани. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во "Пищевая промышленность", Москва, 1965, Том II, ст. 38-39. Миротадзе А.В., Цицилиани капистони, В: Ампелография СССР, Справочный Том, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во "Пищевая промышленность", Москва, 1970, ст. 337.   ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე