საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აღბიჟი


ჯიშის სახელწოდება:აღბიჟი arhbiji_2 სინონიმი: აბყურძენი,აბკურზენ წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსის პირველი ორი ფოთოლიმომწვანო-მოთეთროა, ნაპირებში ბაცი ვარდისფერი არშიით, დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. მეორე იარუსის ფოთლები ზევიდან მოყვითალო-მწვანეა და გადაჰკრავს ბრინჯაოსფერი. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, მცირედ დანაკვთული, სამნაკვთიანი ან მთლიანი.ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია, მახვილი ან მომრგვალებული წვერით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი.agbiji მტევანი: საშუალო სიდიდის, კონუსური, იშვიათად ცილინდრული, ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 112 - 150 გ. მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. თხელი, მკვრივი კანი ძნელად შორდება რბილობს და დაფარულია ცვილის თხელი ნაფიფქით. რბილობი ხორციანია, მომჟავო, სასიამოვნო, ჯიშისთვის დამახასიათებელი გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 22– 23 %, მჟავიანობა 8 – 9 გ/ლ. მოსავლიანობა:  საშუალო. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ძლიერ შეფერილი, კარგი ხარისხის სუფრის ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: აღბიჟს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. აფხაზეთის  სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, შაქრების მნიშვნელოვანი დაგროვების გამო, გამოდგება ბუნებრინად ნახევრადტკბილი ღვინოების დასაყენებლად. გამოყენებული შეიძლება იქნეს ნაკლებად შეფერილი სუფრის წითელი ღვინოების ფერის გასაძლიერებლად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ.221; Табидзе Д. И. 1963. Агбиж, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв.Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том I, ст. 17-19. ავტორი: ეკატერინე აბაშიძე