საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აწეიჟი


ჯიშის სახელწოდება: აწეიჟიaweiji სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის, მომრგვალო ან გულის ფორმის. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებრი ან კვადრატულ თაღისებრი, ბრტყელი ფუძით, იშვიათად ჩანგისებური. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდის, კონუსური, საშუალო სიკუმსის. მარცვალი: მუქი ლურჯი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. ყურძნის წვენი: შაქრიანობა  18-19 %, მჟავიანობა 10–13 გ/ლ. მოსავლიანობა:  საშუალო. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მაღალი ხარისხის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: აწეიჟს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება.ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ნოემბრის დასაწყისში. შედარებით ნაკლებად ზიანდება ჭრაქით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 222. Церцвадзе Н. В.,Ацеиж, В: Ампелография СССР,СправочныйТом,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1970,ст. 40. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე