საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კოცხანა


ჯიშის სახელწოდება: კოცხანა სინონიმი: უცნობია წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამი-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან თაღისებური, ვიწრო, მომრგვალო ფუძით, ფუძესთან გვხვდება ერთი კბილი. ფირფიტის კიდის კბილები ვიწრო სამკუთხედისებურია მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფირფიტის ქვედა მხარე ძლიერად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 148,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, შავი ფერის, საკმაოდ სქლად დაფენილი ცვილით. რბილობი ხორციანი და წვნიანი, ჩვეულებრივი, ტკბილი გემოსი. წვენი შეუფერავი. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,8 %, მჟავიანობა 8,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0-7,5 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო, საკმაოდ ჰარმონიულია, ხასიათდება ხილის ტონებით.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება ჭრაქით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 230. Рамишвили М.А., Коцхана, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность,Москва,1965. Том 2,Ст. 196-197. ავტორი: ირმა მდინარაძე