საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბეგლარის ყურძენი


ჯიშის სახელწოდება: ბეგლარის ყურძენიbeglaris-kurdzeni სინონიმი: უცნობია წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, თუმცა გვხვდება დიდი ზომის ფოთლებიც (20,5X19,0სმ). ფირფიტის ფორმა მომრგვალო. სამ-, ხუთნაკვთიანი, დანაკვთვა ღრმა. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ჩანგისებური ფორმის. ზედაპირი ამობურცული და დანაოჭებულია. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელი აბლაბუდისებური ბუსუსით. წვეროები ოდნავ დახრილია ქვემოთ. კიდეები დაკბილულია დიდ-პატარა სამკუთხედისებური კბილებით. ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა, მწვანე ფერის და მოწითალო ზოლები გასდევს. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: დიდი ზომის (22,0X12,0 სმ). მტევნის წონა 300-350 გ. ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, ახასიათებს წვრილმარცვლიანობა. მარცვლების რაოდენობა მტევანში 285 ცალი. მარცვალი: მოყვითალო ფერის, მრგვალი, ოდნავ შებრტყელებული წვეროთი, ზომით 1,7X1,7სმ. კანი რბილი და ელასტიკური, ადვილად სცილდება რბილობს, დაფარულია ცვილით. რბილობი საკმაოდ წვნიანია, ჯიშური არომატი არ იგრძნობა. მარცვალში 2-3 წიპწაა, მომრგვალო კარგად გამოხატული ნისკარტით და ღარით, რომლითაც იგი თითქმის ორადაა გაყოფილი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 14,0-20,0%, მჟავიანობა 6,0-13,0 გ/ლ. მოსავლიანობა: მაღალი. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი და საკუპაჟე ღვინოების დასაყენებლად.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის საღვინე ჯიში. ზრდის სიძლიერე საშუალო. სოკოვან დაავადებათა მიმართ ახასიათებს საშუალო გამძლეობა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ. მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის, წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებული, რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი. მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 62-69. Табидзе Д., Бегларис курдзени, В Ампелография СССР, Справочный том, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1970, стр. 46. ავტორი: დავით მაღრაძე