საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გრეხი


ჯიშის სახელწოდება: გრეხი სინონიმი: უცნობია წარმოშობა:   სამეგრელო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალო ფუძით. კბილები ვიწრო სამკუთხედისებური და სამკუთხედისებურია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 170 გ. მარცვალი: შავი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილით დაფარული. კანი -მკვრივი. რბილობი - წვნიანი და ხორციანი, ჩვეულებრივი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა  - 21,5 %, მჟავიანობა- 8,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 2,4 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების, სუფრის წითელი ღვინო, ჰარმონიული, ალკოჰოლის  საკმაოდ მაღალი შემცველობით.
დამატებითი ინფორმაცია: გრეხი ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით და კარგი მოსავლიანობით.  ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებში. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 232; Рамишвили М. А., Грехи. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 376-377. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე