საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თქვაფუნა


ჯიშის სახელწოდება: თქვაფუნა სინონიმი: თქვაფა რაჭის წარმოშობა:  რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდი ზომისაა, თითქმის მრგვალი, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან თაღისებური, მახვილი ან მომრგვალო ფუძით. კბილები ვიწრო, სამკუთხედისებრია, სუსტად ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ჯაგრისებრ-აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. საშუალო წონა - 120-150 გ. მარცვალი: მომწვანო ყვითელი ფერის, საშუალო ზომის, მრგვალი, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი - თხელი და მკვრივი. რბილობი - წვნიანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა18,4 %, მჟავიანობა 7,6 გ/ლ. მოსავლიანობა: 2,5-3,0 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: თქვაფუნას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. საშუალო გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. გამოყენებულ შეიძლება იქნეს საბრენდე ღვინომასალების დასამზადებლად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: Пиранишвили А. Л.,Тквапа Рачули, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М.,  Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966,Том III, ст. 236-237. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე