საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აშუღაში


ჯიშის სახელწოდება: აშუღაშიashurhashi სინონიმი: ატპიჟი, ატვიჟი, ატპიუჟი წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მონაცრისფერო-თეთრია, სქელი ქეჩისებური ბუსუსით. მეორე იარუსის ფოთლები ზევიდან მოყვითალო-მწვანეა, ბრინჯაოს ელფერით, ნაკლებად შებუსული. ქვევიდან  შებუსული, მომწვანო-ნაცრისფერი. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ღრმა, ისრისებურია. კბილები ხერხკბილაა, ამოზნექილი გვერდებით, გარდამავალი თაღოვანში. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი მტევანი: საშუალო სიდიდის, ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი, იშვიათად კონუსური, დატოტვილი,  კუმსი ან ძალიან კუმსი. საშუალო წონა - 100-120 გ. მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის, საშუალო ashurhashi_2სიდიდის, მომრგვალო. კანი - თხელი, მკვრივი, ცვილის სქელი ნაფიფქით. რბილობი - წვნიანი. წვენი - ბაცი ვარდისფერი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 22 %, მჟავიანობა 8,2 გ/ლ. მოსავლიანობა:  2,5-3,5 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ინტენსიური შეფერილობის, ექსტრაქტული, რბილი, ჯიშური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: აშუღაშს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და დაბალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. საშუალო გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. უძველესი დროიდან გამოიყენებოდა თეთრი ან წითელი ღვინოების ფერის და ხარისხის გასაუმჯობესებლად. სიტყვა „აშუღაშ“ აფხაზურად ნიშნავს  „მღებავს“. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ.221. Табидзе Д. И., Ашугаш, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 170-173. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე