საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ოხტოურა


ჯიშის სახელწოდება: ოხტოურა სინონიმი: ოხტოური, დიდი ადანასური წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ყუნწის ამონაკვეთი დახურული, განიერელიფსური ფორმის ამონაკვეთით და წამახვილებული ფუძით. კბილები ხერხკბილისებურია ამოზნექილი გვერდებით, იშვიათად ხერხკბილა-სამკუთხედისებური, მორიგეობით დიდი და პატარა. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია ქეჩისებურად. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, საშუალო მასა შეადგენს 100,0-125,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, ოდნავ ოვალური ან თითქმის მრგვალი, მუქი წითელი ფერის, დაფენილია კარგად შესამჩნევი ცვილით. კანი საკმაოდ უხეში.  რბილობი წვნიანი. უმეტესად ერთი-ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0 %, მჟავიანობა 5,5-6,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-7,0 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო. ვარდისფერი, მსუბუქი და ნაკლებ ექსტრაქტული.უკეთესი ხარისხის ღვინის მიღება შესაძლებელია ნაკლებ ნალექიანი შემოდგომის პირობებში, რთველის დაგვიანებით ჩატარებისას, როდესაც ჯიში აგროვებს 17%-ზე მეტ შაქარს.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობისაა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 235. Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К., 1965. Охтоура,В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв.ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность,Москва, Том II,Ст. 513-514. ავტორი: ირმა მდინარაძე