საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ოქროულა


ჯიშის სახელწოდება: ოქროულაoqroula სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი ორი ფოთოლაკით შებუსულია აბლაბუდისებურად ორივე მხრიდან, მორუხო-თეთრი ფერისაა. მეორე იარუსის ფოთლები (3 - 5) კარგავს შებუსვას, ფერი წითელი. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის (18X18სმ), მომრგვალო, უმეტესად სამნაკვთიანი. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი წვრილბურთულოვანი. ყუნწის ამონაკვეთი ფორმა ხშირად მსხვილფუძიანი ჩანგისმაგვარია. ზედა ამონაკვეთის ფორმა ძირითადად დახურულია, კვერცხისმაგვარი ან ელიფსური ფორმის, იშვიათად ღიაა, ჩანგისმაგვარი, შევიწროებული. ქვედა ამონაკვეთის ფორმა ოდნავ შეჭრილია ლანცეტისმაგვარი ან ნაპრალისებრია. მთავარი კბილები გამობერილგვერდებიანი და მახვილწეროიანი სამკუთხედისმაგვარი ფორმისაა, გვერდითი კბილები ხერხისკბილებისმაგვარი სამკუთხედის ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე დფარულია თხელი ჯაგრისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მოქარვისფრო-ყვითელი ფერის. საშუალო ზომის (15X6სმ). ძირითადად კონუსური ფორმის, მხრიანი. საშუალოდ კუმსი. წონა მერყეობა 100-200გ შორის. მარცვალი: მოქარვისფერო-ყვითელი ფერის,  საშუალო დაoqroula-2 საშუალოზე დიდი ზომის, სიგრძე 1,7-2სმ, სიგანე 1,6-1,9სმ. ფორმა მრგვალი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი, რბილობი საშუალო სიმკვრივის, გემო სასიამოვნო ჰარმონიული, მარცვალი ყუნწზე მჭიდროდაა მიმაგრებული. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-18%, მჟავიანობა 5-8 გ/ლ. მოსავლიანობა: 7.0-8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,3. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძენი. გემო საკმაოდ სასიამოვნო და ჰარმონიულია, ჯიშური არომატი სუსტადაა გამოხატული. არ არის ტრანსპორტაბელური,  ასევე არ ინახება.
დამატებითი ინფორმაცია: იძლევა ხარისხიან უალკოჰოლო ყურძნის წვენს. სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა საშუალოდაა შეფასებული - ჭრაქის მიმართ უფრო გამძლეა, ვიდრე ნაცრის მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზი ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 269-276. Табидзе Д. И., Окроула, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 2, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат”, Москва, 1965,Стр 492-494. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი