საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კირწწითლა


ჯიშის სახელწოდება: კირწწითლაkirwwitela სინონიმი: უცნობია წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ელიფსური ფორმის ამონაკვეთით და მახვილი ფუძით ან ღიაა - ჩანგისებურია მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მომრგვალებული წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია ქეჩისებურად. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძალიან კუმსი, საშუალო მასა შეადგენს 100,0 გ. მარცვალი: მცირე ზომის, მომრგვალო, მუქი წითელი - თითქმის შავი ფერის. კანი მკვრივი. რბილობი წვნიანი. წვენი შეუფერავი. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-20,0 %, მჟავიანობა 10,0-12,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,5 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., 1987. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი. გვ. 230. Миротадзе А.В., Кирцитела. В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II,Ст. 136. ავტორი: ირმა მდინარაძე