საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბუტკო


ჯიშის სახელწოდება: ბუტკობუტკო სინონიმი: ბუტკუ, ბუტკუა, ბუტკოი წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ღია მწვანეა, მოწითალო ელფერით, სქლად შებუსული  თეთრი ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთლები ზედა მხრიდან ღია მწვანეადა ორივე მხრიდან შებუსულია თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანე, მზიანი მხრიდან ღია ღვინისფერი-წითელი ფერის. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, თანასწორგვერდიანი, განიერი, ზოგჯერ თაღისებურია, მომრგვალებული და განიერი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, მახვილი წვერით, ან ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე საკმაოდ სქლადაა შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით, გარდამავალი ქეჩისებურში. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 96,0 გრ-ს. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, მუქი ლურჯი - თითქმის შავი ფერის, თხელკანიანი. რბილობი მცირე ხორციანი და წვნიანი, საკმაოდ სასიამოვნო ტკბილი გემოსი. უმეტესად სამწიპწიანია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,0 %, მჟავიანობა 10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 70-100 კგ/ძირზე (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში). სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი მსუბუქი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: გამოირჩევა უხვმოსავლიანობით და წვენის მაღალი გამოსავლიანო­ბით. გამოიყენება აგრეთვე ყურძნის წვენის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით - განსაკუთრე­ბით ნაცრით. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 201-203; Рамишвили М. А., Бутко, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищепромиздат, Москва, 1963, Том I, Ст. 262-264. ავტორი: ირმა მდინარაძე