მამუკას საფერე
ჯიშის სახელწოდება:მამუკას საფერე
სინონიმი: მამუკას ვაზი,მამუკაშვილის შავი
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებურია, მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული ჯაგრისებურ-აბლაბუდისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, საშუალო მასა შეადგენს 150,0-175,0 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის, ფორმით მომრგვალო, იშვიათად ოვალური, მუქი წითელი ფერის, ზომიერად დაფენილი ცვილით. თხელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი შეუფერავი. უმეტესად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-18,0 %, მჟავიანობა 7,0-8,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 8,0-8,8 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., 1987. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი. გვ. 232.
Миротадзе А.В., Мамукас сапере,В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва, 1965, Том II,Ст. 310-311.
ავტორი: ირმა მდინარაძე