ვარდისფერი
ჯიშის სახელწოდება: ვარდისფერი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი ორი ფოთოლაკით მთლიანდ აბლაბუდისებურად არის შებუსული, მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მეორე იარუსის ფოთლები (3-4) შეუბუსავია, ფერი მომწვანო-მოყვითალო.
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის (20X22სმ), მომრგვალო, ხშირად სამნაკვთიანი. ზედაპირი გლუვი. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა კვადრატულ-თაღისმაგვარი ან განიერ-თაღისმაგვარი.ყუნწის ზედა ამონაკვეთი სიღრმეცვალებადობს ზედაპირულიდანსაშუალომდე, ამონაკვეთები განიერ-ელისფური, მომრგვალო, იშვიათად ღია, მახვილფუძიანი ლანცეტისებური. ქვედა ამონაკვეთი, ჩვეულებრივ, ნაკლებ განვითარებულია, ძირითადად ლანცეტისმაგვარი ან შეჭრილი კუთხიმაგვარია, ხანდახან ამონაკვეთები სულ არაა განვითარებული. გვერდით კბილები ხერხის კბილების მსგავსად ცალგვერდგამოზნექილი და მახვილწვეროიანია. ფოთლის ქვედა მხარე სრულიად შიშველია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, სიგრძე 14-20სმ, სიგანე 6-10სმ. ფორმა ცილინდრულ-კონუსური, ხშირად მხრიანი, საშუალო სიკუმსის. ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა ჯიშს არ ახასიათებს. მარცვლები მტევანში თანაბრად მწიფდება.
მარცვალი: ღია ვარდისფერია. საშუალო ზომები: 1,8X1,6სმ. ფორმა ოვალურია. კანი უხეში, ძნელად სცილდება რბილობს. რბილობი ნაკლებ წვნიანი. წვენი უფერო, გემო სასიამოვნო და ჰარმონიულია. მარცვალი მჭიდროდაა მიმაგრებული ყუნწზე. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18%, მჟავიანობა 6-7 გ/ლ.
მოსავლიანობა: დაბალი.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: მაღალი ხარისხის სადესერტო ყურძენი. არის ტრანსპორტაბელური, ინახება.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ - აქედან ჭრაქის მიმართ გამძლეობა საშუალოა, ხოლო ნაცრის მიმართ - საშუალოზე მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია.
წყაროები:
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 386-390;
Табидзе Д. И., Вардиспера, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 1, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пишепромиздат”, Москва,1963, Стр 280-282.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი