თვალდამწვრისეული
ჯიშის სახელწოდება: თვალდამწვრისეული
სინონიმი: თბილური რაჭის,თვალდამწვრისოული
წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: შებუსული, მოყვითალო-ნარინჯისფერი ელფერით, ზრდის კონუსს სუსტად ეჩნევა ვარდისფერი ლაქები.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო. სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ზოგჯერ ღია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული ან კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 75 გ.
მარცვალი: მომწვანო-ყვითელი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5- 20,0 %, მჟავიანობა 6,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: საშუალო.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: მშრალი, სუფრის თეთრი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: თვალდამწვრისეულს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 116-118.
ცერცვაძე ნ. ვ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 228.
Карухнишвили Н. М., Твалдамцврисеули, В: Ампелография СССР, Справочный Том, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1970,ст. 302.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე