საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საფერავი ბეჟაშვილის


ჯიშის სახელწოდება: საფერავი ბეჟაშვილისsaferavi-bejashvilis სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი შებუსული ძლიერად. შეფერილი მოთეთრო-მონაცრისფროდ. გარშემო მოწითალო არშიით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა. მომრგვალო ან გულისებრია. ზედაპირი წვრილბურთულებიანი. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისა, შეჭრილკუთხისებრი ან ნაპრალისებრი მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. ქვედა ამონაკვეთები შეუმჩნეველი ან შეჭრილკუთხისებრი. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ჩანგისებრი, იშვიათად ვხვდებით დახურულ ვიწროელიფსურ მახვილკუთხიან ამონაკვეთებს. ქვედა მხარე შებუსული სქელი აბლაბუდით. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება მცირე ზომის მახვილწვეროიანი კბილებით, გვერდითი დაკბილვა ხერხკბილისებრია. ყვავილი:  ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 12–16სმ, სიგანე 7–11სმ). კონუსური ან ცილინდრული. მხრებიანი. კუმსი ან საშუალოდ კუმსი. საშუალო წონა 180 გ. მარცვალი: მუქი შავი ფერის. მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სიგრძე 14–17მმ, სიგანე 13–16მმ. კანი თხელი, მაგრამ მკვრივი, დაფარული სქელი ნაფიფქით. რბილობი წვნიანი, ხორციანი. წვენი შეუფერავი, გადაჭარბებული მჟავიანობით. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15-16%, მჟავიანობა 8,0-9,0გ/ლ. მოსავლიანობა: 4,9–5,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ბროწეულისფერი, ნაკლებშინაარსიანი, მაგრამ ხალისიანი.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა და აბლაბუდიანი ტკიპის მიმართ ჯიში საშუალო გამძლეობას იჩენს. საგვიანო სიმწიფის ჯიშია. მცირე ნარგაობების სახით გავრცელებული იყო ბოლნისის, გორისა და მცხეთის რაიონების ვენახებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ 192–196. Лодадзе  В.Р., Саперави Бежашвилис, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда,Т-3. Пишепромиздат, Москва,1966,  Ст. 77. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი