წითელოური
ჯიშის სახელწოდება: წითელოური
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: მწვანე, ძალიან სუსტად შებუსული, თითქმის შეუბუსავი.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან თაღისებური, მომრგვალებული ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი, კუმსი. საშუალო წონა 120-150 გ.
მარცვალი: მუქი ვარდისფერი, საშუალო ზომის, მომრგვალო, ცვილის თხელი ნაფიფქით. კანი თხელი, არამკვრივი. რბილობი ძალიან წვნიანი, ჩვეულებრივი გემოთი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-18,0%, მჟავიანობა 7,0-9,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 1,8-2,2 კგ/ძირზე
სამეურნეო მიმართულება: საღვინე
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ვარდისფერი ღვინო, ცოცხალი, დაბალალკოჰოლური.
დამატებითი ინფორმაცია: წითელოურს ახასიათებს საშუალო ზრდა-გავნითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობა ახასიათებს.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში
წყაროები:
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 90-92;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 245;
Миротадзе А.В., Цителоури. Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,ст. 387-388.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე