საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხარისთვალა ქართლის


ჯიშის სახელწოდება: ხარისთვალა ქართლისxaristvala-qartlis სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი ზედა მხრიდან თითქმის შიშველია, ლიმონისფერი. ქვედა მხარე შებუსული მოთეთრო ბუსუსებით. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. დიდი ზომისაა (სიგრძე 18–22სმ, სიგანე 17–19სმ). ფორმით გულისებრია. ზედაპირი გლუვი ან ბადისებრ დანაოჭებულია.ზედა ამონაკვეთები ფორმით ლანცეტისებრია, ოვალური და პარალელურგვერდებიანი მახვილი ფუძით. ქვედა ამონაკვეთები ხშირად შეუმჩნეველი. ყუნწის ამონაკვეთი ძლიერ ღია და თაღისებურია, მახვილი ფუძით.  ქვედა მხარე საშუალოდაა შებუსული აბლაბუდით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: დიდი ზომისაა (სიგრძე 20–27სმ, სიგანე 12–16სმ). ფორმით კონუსური, დატოტვილი. მეტწილად საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად მეჩხერი. მტევნის საშუალო წონა - 250–300 გ. მარცვალი: მრგვალია. ზომით 20 X 25მმ. ღია ნაცრისფერი, მოწითალო ელფერით. რბილობი წვნიანია. კანი თხელი. წვენი უფერულია, გემო არაჰარმონიულია, არომატის გარეშე. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 14,5 – 17,0 %, მჟავიანობა 9,0–10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 15,0 ტ/ჰა. სამეურნეო დანიშნულება: სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. ღვინის დახასიათება: იძლევა ადგილობრივი მოხმარების მსუბუქ ღვინოს. გამოიყენება საბრენდე სპირტის გამოსახდელად.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში უხვმოსავლიანია. მგრძნობიარეა აბლაბუდიანი ტკიპისადმი, რომელიც ძირითადად ფოთლებს აზიანებს. ჭრაქისა და ნაცრის მიმართ იგი საშულოზე მეტად გამძლეა, წვიმიან ამინდებში მტვევანში მარცვლების ლპობაც აღინიშნება. სახელწოდება „ხარისთვალა“ ამ ჯიშებს მიღებული აქვთ მსხვილმარცვლიანობის გამო. ჯიში მცირედ გავრცელებული იყო და გვხვდება ერთეული ძირების სახით  ბოლნისისა და კასპის რაიონებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ 146–151; Кандуралов П., Сборник сведении по виногр, винодел. на Кавказе,Вып. VIII,Тифлис,1897,стр 32. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი