საფერავი ბუდეშურისებური
ჯიშის სახელწოდება: საფერავი ბუდეშურისებური
სინონიმი: საფერავი ბუდეშური, გრძელმარცვალა საფერავი
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ჯაგრისებრ-აბლაბუდისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, საშუალო სიკუმსის ან თხელი.
მარცვალი: მუქი ლურჯი ფერის, საშუალო სიდიდის, ოვალური ან წაგრძელებული. რბილობი წვნიანია. წვენი ბაცი ვარდისფერია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0-21,0 %, მჟავიანობა8,5-9,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: საშუალო
სამეურნეო მიმართულება: საღვინე
ღვინის დახასიათება: მაღალხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: სავარაუდოდ საფერავი ბუდეშურისებური წარმოადგენს საფერავის ჯიშის ერთ-ერთ ვარიაციას. საფერავისაგან განსხვავებით, მარცვალი უფრო მოგრძო აქვს და ადრე მწიფდება. ახასიათებს საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. შედარებით გამძლეა ზამთრის ყინვებისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში.
წყაროები:
Табидзе Д. И.,Саперави Будешурисебури, В: Ампелография СССР,Справочный Том,Отв. Ред. Негруль А.М.,Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1970,ст. 275.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე